პედაგოგიური პაქტიკის კვლევა ბულინგის სახეების იდენთიფიცირება



ბულინგის სახეების იდენტიფიცირება 


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში

 სსიპ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის VIIIკლასის დამრიგებელი



ნანა აივაზაშვილი



2018 წელი




  კვლევა ჩატარდა სსიპ გორის მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში. კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ მე-8 კლასის მოსწავლეები. მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის ადმინისტრაციას და კოლეგებს დახმარებისა და თანამშრომლობისათვის.
 წინამდებარე კვლევა ეხება მოსწავლეთა ცნობიერებს ამღლებას ძალადობის/ბულინგის სახეების იდენტიფიცირებაში. კლვევაში მონაწილეობას ღებულობდა 25 მოსწავლე მე-8 კლასიდან.
















2.სარჩევი:
1.      მადლობის გადახდა ------------------------------------------- -გვ.2
2.      სარჩევი ---------------------------------------------------------- -გვ.3
3.      ანოტაცია-------------------------------------------------------- -გვ.4
4.      პრობლემის დასმა  ----------------------------------------------გვ. 5
5.      ლიტერატურის მიმოხილვა  --------------------------------- --გვ.7
6.      კვლევის გეგმა ------------- ------------------------------------- გვ.10
7.       კვლევის  დიზაინი--------------------------------- ---------- --გვ. 11
8.      ინტერვენცია------------------------------------------------------გვ.13
9.      შედეგები------------------------------------------------------- ---გვ.17
10.  კვლევის ნაკლოვანება ------------------------------------------- გვ.18
11.  ბიბლიოგრაფია ----------------------------------------------- ---გვ.19
12.  კოლეგებთნ გამოცდილების გაზიარების რეფლექსია ------ გვ.19
13.  დანართი
13.ა ფილმების ჩამონათვალი ---------------------------- ----------გვ.22
       13.ბ კითხვარი --------------------------------------------- ----------გვ.23
      13.გ ცხრილებისა და დიაგრამების ჩამონათვალი -------------- გვ.27
       13.გ.1 დიაგრამები    ------------------------------------------------- გვ.27
       13.გ.2. დაკვირვების ფურცელი ------------------------------------ გვ.47
  




3.ანოტაცია:
   პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩატარდა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მე-8 კლასში. კვლევაში მონაწილეობას ღებულობდა ოცდახუთი მოსწავლე. კვლევის მიზანი იყო მოზარდთა ცნობიერების ამაღლება ბულინგის სახეებზე. თემა ძალინ აქტუალური, მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით დამახასიათებელია მოზარდებისთვის, სკოლისათვის, მისგან გამოწვეული შედეგების აღმოფხვრა კი რთული. ბულინგი ფართო თემაა, აქედან გამომდინარე მაშტაბური.  გადავწყვიტე საწყის ეტაპზე კვლევის ფარგლებში მემუშავა მხოლოდ იმაზე, რომ მოსწავლეებს შეძლებოდათ გაერჩიათ ბულინგის სახეები, რათა უნებლიე საქციელით არც თვითონ გამხდარიყვნენ ძალადობის მსხვერპლნი და არც მოძალადენი. პრაქტიკული კვლევის დროს გამოყენებული იქნა კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდები. რაოდენობრივი მეთოდი -ანკეტირება გამოვიყენე პრე და პოსტ ტესტირებისას, არასტრუქტურირებული ინტერვიუ -თვისობრივი მეთოდიდან, იმ შემთხვევისათვის თუ აღმოვაჩენდი რომ მოსწავლე ბულინგის მსხვერპლია.
   მოზარდებს არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია ბულინგზე და მის სახეობებზე, არ იციან საჭიროების შემთხვევაში ვის მიმართონ დახმარებისათვის. აღნიშნული კვლევა ხელს შეუწყობს მოზარდების ცნობიერების ამაღლებას, შეძლებენ იდენტიფიცირებას ძალადობის რომელ სახესთან აქვთ შეხება და როგორ მოიქცნენ საჭიროების შემთხვევაში. მომეცემა საშუალება უკედ დავინახო თუ რა კონკრეტული საფრთხე იკვეთება კლასში, მოსწავლეთა ურთიერთობებში, რა კუთხით გავაძლიერო მუშაობა როგორც დამრიგებელმა და მასწავლებელმა.  კვლევის მიგნებები საინტერესო იქნება კოლეგებისთვისაც, კვლევის ფარგლებში გამოყენებული ინტერვენციების განხორციელება საკუთარ პრაქტიკაში დაეხმარებათ მოსწავლეთა პრობლემების უკედ დანახვაში და მათი გადაჭრის გზების ძიებაში. კვლევის საწყის ეტაპზე გავეცანი შესაბამის  და საჭირო ლიტერატურას, დაწერილს როგორც ფსიქოლოგების, ასევე მკვლევარების მიერ. გავეცანი ინტერნტ გაზეთში არსებულ წერილებს. ფსიქოლოგთან და კინომცოდნესთან ერთად შევადგინე საჭირო ფილმების ჩამონათვალი. შედეგების ანალიზის მიხედვით გავკეთე შესაბამისი დასკვნა.


4.პრობლემის დასმა
    21-ე საუკუნე თანამდროვე მოზარდებს უამრავი გამოწვევის წინაშე აყენებს, ხშირად უწევთ სხვადასხვა პრობლემასთან გამკლავება, საკუთარი თავის დამკვიდრება ოჯახსა თუ საზოგადოებაში. ბრძოლა დამკვიდრებისთვის ხშირად იწვევს სხვათა უფლებების დარღვევას და საკუთარი უფლებების შელახვას. ძალადობა-ბულინგი ყოველთვის არსებობდა და საზოგადოება ნებისმერ დროს ცდილობდა მასთან გამკლავებას. ბულინგის გამომწვევი მიზეზები ხშირად სხვადასხვაა და არასოდეს არაა ერთი, ის კომპლექსურია. შესაბამისად მისი იდენტიფიციება და მასთან გამკლავება რთული, ზოგჯერ შეუძლებელიც კია. მოზარდობის პერიოდისთვის დამახასიათებელია ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თავისებურებანი. 10-11 წლიდან თავს იჩენს მომწიფების ნაადრევი ნიშნები, რაც ხშირად ხდება მოზარდებში დაცინვის, აბუჩად აგდების, ირონიის საგანი. მოზარდები 12-13 წლიდან იწყებენ საკუთარი თავის შეცნობას, შესაბამისად იწყება თავის დამკვიდრებისათვის ბრძოლა. აკადემიური მოსწრების შემცირება, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, მშობლებთან კონფლიქტი, რომელიც უმთავრესად შეეხება აკადემიურ მოსწრებას, ტანსაცმელს, სამეგობრო წრეს და მათთან დროის უმეტესი ნაწილის გატარებას. მოზარდებს არ ამხოლოდ ოჯახის წევრებთან, არამედ თანატოლებთანაც უხდებათ ჭიდილი, ხდებიან ბულინგს მსხვერპლნი  და მოძალადენი, რაც მათ ფსიქო -ემოციურ განვითარებაზე ტოვებს შესაბამის კვალს. მოზარდობის პერიოდში მიღებული გამოცდილება ხშირად ზრდასრულ ადამიანებში იჩენს თავს. იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას, არასრულფასოვნების კომპლექს, შიშს. მოძალადე მოზარდების უმეტესობა კი ზრდასრულობაში კრიმინალი ხდება. ოცდამეერთე საუკუნე ტექნოლოგიებს საუკუნედაა მიჩნეული. მოზარდების დიდი ნაწილი თავისუფალ დროს  კომპიუტერთან  და ტელეფონთან  ატარებს. სოციალური ქსელები იძლევა საშუალებას აზრის თავისუფლად გამოხატვის- დადებით თუ უარყოფით შეფასებას, იგნორს, დამცირებას. ონლაინ სივრცე მოზარდებს აძლევს მოქმედების შეუზღუდავ თავისუფლებას.
   სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლემ დახმარების თხოვნით მომმართა. ინდივიდუალური საუბრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოსწავლე კიბერბულინგის მსხვერპლი იყო და ამის შესახებ თვითონ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. მოსწავლეებთან გასუბრების შემდეგ აღმოჩნდა რომ მათ არ გააჩნდათ შესაბამისი ცოდნა ბულინგის სახეებზე. კვლევის მიზანდ დავისახე მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ბულინგის სახეებთან დაკავშირებით. რათა ისინი ნებით თუ უნებლიე არ გახდნენ მოძალადეები ან მსხვერპლნი არა საკმარისი ინფორმაციის  არ არსებობის გამო. მოზარდები ხშირად ხუმრობას ეძახიან როდესაც ერთმანეთს მიმართავენ ზედმეტი სახელებით, ფიზიკურ მახასიათებელზე ყურადღების გამახვილებას: წონას,სიმაღლეს, ასაკს, ცხვირის მოყვანილობას. თავს იჩენს ასევე დამამცირებელი  ტექსტური შეტყობინებები. სოციალურ ქსელში განხორციელებული არასასურველი კომენტარები, თუნდაც მხოლოდ ემოციის გამომხატველი ღიმილაკი ან ეგრეთ წოდებული  “დასინვა“ და იგნორი.
  ძნელია მოზარდების ყურადღების კონცენტრირება და თუ აქტივობა არ შეესაბამება მათ ინტერესებს, რთულია მათი მოტივირება. აქედენ გამომდინარე კვლევის ინტერვენციებს განხორცილებისათვის ასაკის შესაბამისად შერჩეული იქნა ფილმები და სიტუაციური ამოცანები. კვლევის დასწყისში პრე-ტესტების სახით მოხდა მოსწავლეთა ანონიმური ანკეტირება მათ ცოდნის დასადგენად ბულინგთან დაკავშირებით. მთელი პროცესის განმავლობაში ჩანაწერების დღიურში ხვდებოდა უამრავი ინფორმაცია. ასევე კვლევის თვისობრივი მეთოდის დახმრებით(ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფი) ხდებოდა მოსწავლეთა ინდივიდუალური და ჯგუფური გამოკითხვა. კვლევის საბოლოო ეტაპზე პოსტ-ტესტის სახით მოხდა მოსწავლეთა ანონიმური ანკეტირება. კვლევის მიზანი იყო ინტერვენციების  დასრულების შემდეგ შესძლებოდათ ბულინგს სახეების ამოცნობა, რაც საშუალებას მისცემდა  მოსწავლეებს  ყოფილიყვნენ საზოგადოებს სრულფასოვანი წევრები, შემწყნარებლები, სხვისი უფლებების პატივისმცემელნი და მიმღებნი, შეძლებოდათ სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირება, ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა  და არ ქცეულიყვნენ მსხვერპლებად და მოძალადეებად. შეძლებოდათ საკუთარი აზრის თამამად დაფიქსირება და მოძალადესთან ბრძოლა. შესაბამისად გამოიკვეთა კვლევის კითხვა:
 როგორ აამღლებს მოსწავლეთა ცნობიერებას  ჩატარებული  კვლევა?
ü  სად ატარებენ თავისუფალ დროს?
ü  რას აკეთებენ თავისუფალ დროს?
ü  კომუნიკაციის როგორ ფორმას ანიჭებენ უპირატესობას?
ü  იცნიან თუ არა რა არის ბულინგი?
ü  იცნობენ თუ არ ბულინგის სახეებს?
ü  ხვდებიან თუ არა ბულიგის/ძალადობას?
ü  როგორ რეაგირებენ ზედმეტ სახელზე/ხუმრობაზე?
ü  როგორ რეაგირებენ დასინვაზე და კომენტარებზე?
ü  ვის უნდა მიმართონ ბულინგის/ძალადობის დროს?
ü  როგორ უნდა მოიქცენ ძალდობის შემთხვევაში?
5.ლიტერატურის მიმოხილვა:
   ადამიანთა ცხოვრების საუკეთესო წლები დაკავშირებულია სკოლასთან. სკოლა, ის ადგილია სადაც სწავლობ პირველი ნაბიჯების გადადგმას, იძენ ცოდნას, სწავლობ მეგობრობას, ირჩევ პროფესიას. სკოლის დანიშნულებაა მოსწავლეები მოამზადოს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და უცხო გარემოში ადაპტირებისათვის, პატივისცენ სხვათა მოსაზრებას და იყვნენ მიმღებნი, სამართლიანები, ტოლერანტები. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ყველა მოსწავლე უნიკალურია და შესაბამისად მათთან მიდგომებიც ინდივიდუალურია (ეროვნული სასწავლო გეგმა მუხლი 10.) აქედან გამომდინარე სწავლა-სწავლების მიზანია „საკუთარ სოციალურ აქტივობაზე პასუხისმგებლობის გააზრების, ასევე, სხვათა ქმედების გაგებისა და გათვალისწინების: „ეთიკური ნორმების დაცვის“ და „კონფლიქტების არაძალადობრივი მეთოდებით მართვის უნარების,“ გაუმჯობესების ხელშეწყობა (ეროვნული სასწავლო გეგმა მუხლი 7.ო /პ ).
   სკოლის პირდაპირი დანიშნულებაა „კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლება“- კონფლიქტი ცხოვრების განუყოფელ ნაწილია. სკოლაში ხშირად კონფლიქტის თანმდევი პროცესია ძალადობაც (ბულინგი). ამის გათვალისწინებით, სკოლის საერთო კულტურა ხელს უნდა უწყობდეს ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობის ფენომენის გააზრებას, ძალადობასა და კონფლიქტს შორის არსებული განსხვავებების გაცნობიერებასა და კონფლიქტების არაძალადობრივი მეთოდებით გადაჭრის, მოგვარების გზების სწავლებას; (ეროვნული სასწავლო გეგმა,მუხლი 18.თ) მოზარდობის ხანა ადამიანთა ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდია, ხდება ფიზიკური და მენტალური ცვლილებები, საკუთარი თავის შეცნობა და სოციუმში ადგილის დამკვიდრებაზე ზრუნვა. ასაკობრივი და ფიზიოლოგიური ცვლელებები- ჰორმონთა აჯანყება იწვევს მოზარდთა ნერვიული სისტემის დაუმორჩილებლობას, რაც გარეგნულ ცვლილებებზე და ქცევის უკონტროლობაზე აისახება. არ სიამოვნებთ გარეგნობაზე საუბარი, მწვავედ რეაგირებენ შენიშვნაზე, უჯანყდებიან სამყაროს, „არავის ესმის ჩემი“, „მე მარტოვარ“. მოზარდის სწორ ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი უკავია სკოლას ოჯახის შემდეგ. მოზარდი სკოლაში სწავლობს განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობას. „ბულინგი ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს, როგორც საქართველოში, ისევე მთელს მსოფლიოში. იგი თითქმის ყოველი ეპოქის თანმდევი მოვლენაა. ბულინგი არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ძირითადად სკოლებში გვხვდება“(intermedia.ge ბულინგი სკოლებში; 2015, 29 ივლისი,19.24) რა არის ბულინგი? დღეს მიღებულია როლანდის განმარტება(Roland,1988) “ბულინგი ეს არის ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მხრიდან, მეორე ინდივიდზე რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა კონკრეტულ სიტუაციაში. “ ძალადობის ფორმა რომელიც სოციალური მოვლენაა და მახასიათებელია ბავშვთა ჯგუფებისათვის. ბულინგის მსხვერპლი შესაძლებელი გახდეს ნებისმიერი, განსაკუთრებით მოზარდები განსხვავებული რელიგიური, ეთნიკური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მახასიათებლით გამორჩეულნი. ბულინგის მიზეზი შესაბამისად სხვადასხავა.
   მარიამ ნარიმანიშვილი სტატიაში ბულინგს შესახებ წერს:  „ ბულინგი სოციალური მოვლენაა, რომელიც დამახასიათებელია ძირითადად ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისათვის და პირველ რიგში ეს არის სკოლა. ეს აისახება იმით რომ სკოლაში ყალიბდება გარკვეული როლური ურთიერთობები, დიაპაზონში „ლიდერი -გარიყული“. დამატებითი ფაქტორია ის რომ, პედაგოგებს არ შეუძლიათ ამ პრობელმის გადაჭრა“(education.ge, 09.04.2013). მიჩნეული იყო რომ მოძალადე ცდილობდა საკუთარი უსუსრობის დამალვას სხვებზე ძალადობით, ოლვეუსის სკეჩ-თეორიის“ თანახმად, მოძალადესაც და მსხვერპლსაც აქვთ ტიპიური მახასიათებლები.(თამუნა ბასილაია;intermedia.ge ბავშვთა ბულინგი სკოლებში,2016.19.09.23.40)
მოძალადის ტიპიური მახასიათებლებლად შესაძლებელია მოგვევლინოს: სხვებზე ბატონობის მოთხოვნილება, იმპულსურობა, ხშირად აგრესიულად და გამომწვევად იქცევიან უფროსების მიმართ ხოლო თუ მოძალადე ბიჭია, მაშინ ის ფიზიკურად ძლიერია.  ბულიგის მსხვერპლის მახასიათებელია ფიზიკურად სუსტი აღნაგობა, დეპრესიულობა, მარტოობისკენ მიდრეკილება, დაქვეითებულია თვითშეფასება. არა ნაკლებ ფსიქოლოგიურ ტრამვას ღებულობენ მოზარდები რომლებიც ბულინგის შემსწრენი არიან და არ იციან რა მოიმოქმედონ. ჩუმდებიან შიშით, რომ ხვალ შეიძლება თვითონ გახდნენ მოძალადის თავდასხმის ობიექტნი. ხშირად საზოგადოების  არასაკმარისი ცოდნა ბულიგზე იძლევა საშუალებას ვიყოთ მსხვერპლი ან მოძალადე.
ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანების საშუალება თითქმის უსაზღვრო გახადა. “ისევე, როგორც გლობალიზაციამ და ურბანიზაციამ, „გაციფრულებამაცუკვე შეცვალა სამყარო. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი გავრცელების შეჩერება შეუძლებელია. ეს ძალა ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს ეხება, ეკონომიკისა თუ საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების ჩათვლით, და ის შეუქცევადად ცვლის ჩვენ ყოველდღიურობას“ (მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2017, ბავშვები ციფრულ სამყაროში, გაეროს ბავშვთა ფონდი, დეკემბერი,2017 წელი). დადებით მახასიათებლებთან ერთდ ონლაინ სივრცეს უარყოფითი შედეგებიც გააჩნია. მოზარდთა დიდი ნაწილი დამოკიდებულია ტელეფონზე, კომპიუტერზე, ტაბლეტებზე. გაეროს ბავშვთა ფონდი 2017 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ ციფრულმა სამყარომ უკვე ძალინ შეცვალა თანამედროვე მსოფლიო, უფრო და უფრო მეტი ბავშვი სარგებლობს ინტერნეტით, შესაბამისად იცვლება ბავშვობაც( Digital technology has already changed the world – and as more and more children go online around the world, it is increasingly changing childhood “, The State of the world’s Children 2017, Children in a Digital world),ონლაინ სივრცე მარტივი და სწრაფი კომუნიკაციის საშუალებას იძლევა.  მოზარდებს საშუალება აქვთ არჩევანის თავისუფლების, ხშირად ისინი საკუთარ პროფილს დაფარული სახელით აწარმოებენ, ხშირია პირადი მიმოწერის ან ფოტოების საჯაროდ გავრცელება, რაც იწვევს პიროვნების შევიწროებას, ჩაგვრას. ანონიმურობა იძლევა იმის საშუალებას, რომ პიროვნებამ ნაკლები პასუხისმგებლობა იგრძნოს. კიბერბულინგის შემთხვევაში მოძალადე შესაძლებელია იყოს ის მოზარდი, რომელიც არ გამოირჩევა ძლიერი ფიზიკური მახასიათებლით. ნინო ლაბარტყავა გაზეთ „მასწავლებელში“ აღწერს კიბერბულიგს სახეებს, სადაც გამოყოფს: განდევნა-დახურული ჯგუფიდან ამოშლა,შევიწროვება- მიზან მიმართული ტექსტური ან ემოციის გამომხატველი ღიმილების გაგზავნა. გახსნა-პირადი ინფორმაციის გასაჯაროება, სხვის ანგარიშის გამოყენება. “კიბერ ბულინგი უშუალოდ ფიზიკურ ზიანს არ აყენებს ადამიანებს, მაგრამ იგი სერიოზულ ემოციურ და ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს, როგორც მსხვერპლზე, ისე მოძალადე მოზარდზე“ (ძალადობა ონლინ სივრცეში, ნინო ლაბარტყავა,19 სექტემბერი,2016 წელი).




6.კვლევის გეგმა

აქტივობა
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
პრობლემის იდენტთიფიცირება
û   








ლიტერატურის გაცნობა
û   
û   
û   
û   
û   
û   



კვლევის გეგმის შემუშავება

û   







ფსიქოლოგთან კონსულტაცია და კვლევის კითხვარის შექმნა

û   







პრე-ტესტის მონაცემთა ნალიზი


û   






 მიღებული შედეგების ანალიზი


û   






ფოკუს  ჯგუფი/ინტერვიუ



û   
û   
û   
û   
û   


კინომცოდნესთან კონსულტაცია


û   






ინტერვენციების განხორციელება




û   
û   
û   
û   


პოსტ- ტესტის შედეგები ანალიზი






û   


კვლევის ანალიზი







û   

კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება








û   

7.კვლევის დიზაინი:
 ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური აღრიცხვა, გაფორმება ანგარიშის,  სტატიის ან სხვა ფორმით - კვლევაა. კვლევის მეთოდი საშუალეებაა რომლის დახმარებითაც მივდივართ ობიექტურ დასკვნამდე. რაოდენობრივი მეთოდის გამოყენება საშუალებას გვაძლევს დავზოგოთ დრო  მონაცემების შეგროვებაზე, თუმცა ანკეტირებისას კითხვები უნდა იყოს ზუსტად ფორმულირებული შედეგის მისაღებად. კვლევის თვისობრივი მეთოდები იძლევა  საშუალებას საკითხის ჩაღრმავების. კვლევის საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე მხოლოდ ერთი მეთოდის- რაოდენობრივი მეთოდის გამოყენება არ იძლეოდა ობიექტურ მონაცემებს. საწყის ეტაპზე საჭირო იყო მონაცემთა შეგროვება ინტერვენციების დასაგეგმად. რაოდენობრივი მეთოდის, ანკეტირების, დახმარებით მოხდებოდა მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება ძალადობის სახეებთან დაკავშირებით. მათ მოუწევდათ სავარაუდო, დახურული პასუხებიდან აერჩიათ ერთ ან რამდენიმე სასურველი პასუხი. ანონიმური ანკეტრიების საშუალებით ნათელი გახდებოდა თუ რა  იცოდნენ  ბულინგის სახეებთან დაკავშირებით, სად და როგორ ატარებდნენ თავისუფალ დროს. თვისობრივი მეთოდის გამოყენებით საშუალება მექნებოდა ინტრვიუს  და ფოკუს ჯგუფთან მუშაობის დროს ჩავღრვავებოდი კონკრეტულ საკითხს და ამომწურავი პასუხები მიმეღო საკვლევ საკითხთან დაკავშირებით. ფოკუს ჯგუფი- ჯგუფური ინტერვიუა, რესპოდენტები უკედ შეძლებდნენ საკუთარ დამოკიდებულებას დაფიქსირებას  ამა თუ იმ საკითხისადმი. კვლევის ეს მეთოდი მოსწავლეებს მისცემდა  აზრთა გაცვლის საშუალებას და უბიძგებდა  რესპოდენტებს გულახდილობისაკენ.
   კვლევის საფუძველი გახდა მოსწავლის პრობლემა, რომელმაც შემომჩივლა და მთხოვა დახმარება, როგორც აღმოჩნდა მოსწავლე კიბერბულიგის მსხვერპლი იყო. მოსწავლეებთან გასუბრების და დაკვირვების  შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ არ შეეძლოთ ძალადობის სახეების იდენტიფიცირება. კონკრეტული ნაბიჯების, ქმედებების განხორციელებამდე, გავეცანი ფიქოლოგების ნაშრომებს მოზარდთა ფსიქოლოგიასა  და მათ თავისებურებებზე. წავიკითხე სხვადასხვა წლებში დაწერლი სტატიები ბულინგზე. პრობლემა ძალიან რთული და კომპლექსურია. აქედან გამომდინარე, პირველ ეტაპზე, ჩემი კვლევის მიზნად ავირჩიე მოსწავლეთა ინფორმირებულობა ბულინგის სახეებზე, რათა  მათ შეძლებოდათ იდენტიფიცირება და თავის დაცვა რომ არ ყოფილიყვნენ მოძალადეები და მსხვერპლები. საწყის ეტაპზე საჭირო იყო დამედგინა მოსწავლეთა არსებული ცოდნა ბულიგზე და მის სახეებზე. კვლევის დაწყებამდე მოსწავლეებთან განვახორციელე სამუშაო შეხვედრა,სადაც წინასწარ გავაცანი კვლევის მიზანი და ის საკითხები რაზეც კვლევის ფარგლებში მოგვიწევდა მუშაობა.კვლევის სანდოობისათვის გავაცანი თუ როგორ შევქმენი ანონიმური კითხვარები პრე და პოსტ ტესტებისათვის გუგლ დოკუმენტებში.
  ანონიმური ანკეტირება გამოვიყენე პრე-ტესტის სახით კვლევის საწყის ეტაპზე მოსწავლეთა ცოდნის დიაგნოსტიკისათვის. ანკეტირებაში მონაწილეობა მიიღო ოცდახუთმა მოსწავლემ (ვაჟი 18,გოგონა -7), გამოკითხულ მოსწავლეთა 68% თავისუფალ დროს ატარებს ოჯახის წევრებთან, 72% უპირატესობას ანიჭებს ფილმების ყურებას, ხოლო 76% კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს.
როგორ ატარებთ თავისუფალ დროს(შესაძლებელია რამოდენიმე პასუხის მონიშვნა ერთდროულად)
გამოკითხულთა რაოდენობა- 25                  


ოცდახუთივე მოსწავლე იცნობს ფიზიკურ და სიტყვირე ძალადობას, 18% არაპირდაპირ ბულინგს, ხოლო 20 % კიბერბულინგს. მოსწავლეთა 96% შეეცდება  დამალოს  და თვითონ მოაგვაროს ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემა. ანკეტირების დროს კითხვაზე, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს მოსწავლეთა 72%  პროცენტმა ფილმების ყურება მიუთითა.  ფოკუს ჯგუფთან შეხვედრის დროს მოსწავლეები კითხვაზე, როგორ ისურვებდნენ ბულიგს სახეების გაცნობას, 89%  გამოთქვა სურვილი ფილმების და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნახვის სახით. შესაბამისად, ინტერვენციები დავგეგმე ფილმების/მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებით და სიტუაციური ამოცანების ანალიზით. შეხვდერების ინტენსივობა და პერიოდულობა მოსწავლეებთან შევათანხმე, კვირაში ერთი დღე სამი საათი. ფილმები შევარჩიე ფსიქოლოგთან  კონსულტაციის შემდეგ კინომცოდნის დახმარებით. ჩამონათვალში შედიოდა როგორც ქართული(ქართული ფილმებიდან შევარჩიეთ თენგიზ აბულაძის ტრილოგია), ასევე უცხო ენოვანი ფილმები, რათა მოსწავლეებს შესაძლებლობა  ჰქონოდათ გაცნობოდნენ სხადასხვა ქვეყნებში არსებულ პრობლემებს ბულინგის სახეებთან დაკავშირებით. ფილმების ჩვენებამდე მოსწავლეებისათვის გავაკეთე სპეციალური ცხრილი, სადაც მოცემული იყო ბულინგის სახეები, ჩვენების განმავლობაში მათ უნდა თოლიათი აღენიშნათ ძალადობის/ბულინგის ის სახეები, რაც შეხვდებოდათ ფილმში, ჩამონათვალში იყო გრაფა სხვა, მოსწავლეეს შეეძლო დაეფიქსირებინა პასუხი რომელიც არ იყო ცხრილში, მაგრამ ჩვენების დროს გამოიკვეთა. დასრულების შემდეგ, მოსწავლეები გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, დაასახელებდნენ ბულიგის სახეობებს, რომელიც მათ შეხვდათ ფილმის მსვლელობისას და მოიყვანდნენ არგუმენტად კონკრეტულ ეპიზოდს. გააკეთებდნენ ანალიზს და შეაჯამებდნენ. აღმოჩენილ საკითხებზე,პრობლემებზე საუბრი საშუალება იქნება მათი გადაჭრის ან პრევენციისათვის. უფრო ღრმად გააზრებისათვის მოსწავლეებს ექნებოდათ საშუალება დაეწერათ საკუთარი მოსაზრება.
8.ინტერვენცია
 პირველი ჩვენებისთვის შევარჩიე ფილმი „საფრთხობელა“, მოსწავლეებს დავურიგე ფურცლები ცხრილით აღსანიშნად. ფილმმა დიდი ინტერესი გამოიწვია, მასში არაა მხოლოდ კიბერბულინგის შემთხვევები. ფილმის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დაასახელეს ბულინგის ის სახეები, რომელიც ფილმის ჩვენების დროს შეხვდათ. იმსჯელს მოქმედი პირების საქციელზე, აზრთა სხვადასხაობამ დისკუსიის თემა წამოჭრა „საკუთარ თავზე სხვისი დანაშაულის აღება“.  მოსწავლეებთან კონსულტაციის შემდეგ მომდევნო ჩვენებისთვის შევარჩიეთ ფილმი „ფორესტ გამბი“, სიუჟეტით უნარშეზღუდული ბიჭის ცხოვრებაზე. დიკუსიის და თხზულების თემა „შესაძლებლობები შეუზღუდავია“ ყოველი ორი ფილმის ჩვენების შემდეგ ვანხორციელებდი ინტერვიუს კონკრეტულ მოსწავლეებთან, ინტერვიუერის შერჩევა ხდებოდა მათ მიერ გამოთქმული,დაწერილი მოსაზრებების მიხედვით, ჩაკითხვისათვის.
    „ილაპარაკო საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე ასე მარტივად, ირონიით, გასაოცარია,.... გულგრილად აიტანო სხვების დამამცირებელი დამოკიდებულება შენდამი გასაოცარია“- წერს ერთ-ერთი მოსწავლე ფორესტ გამბზე.
    „შემძრა, გამაოგნა თორმეტი-ცამეტი წლის მოზარდების სისასტიკემ თანატოლის დასასჯელად არ ჩადენილი საქციელის გამო, ........ როგორ ექცევიან ლიდერის ზეგავლენის ქვეშ და როგორ ანადგურებენ  ფიზიკურად და სულიერად,“- წერს მოსწავლე „საფრთხობელაზე“.
  „ დედას და მამასაგან გამიგია რომ, ერთ დროს ჩვენ სოფელში ცხოვრობდნენ ეთნიკური უმცირესობები, დღეს, ჩვენ კონფლიქტის გამო არ გვიწევს მათთან ურთიერთობა. ფილმში „საშიში ფიქრები“ გამაოგნა როგორ ებრძვიან, როგორ ვერ იტანენ ერთმანეთს სხვადასხვა ერთა შვილები, ............ როგორ იმეტებენ სასიკვდილოდ“,  „ბავშვების საქციელში იგრძნობოდა  უფროსის მიმართ უპატივისმცემლობა, მოზარდები არა მარტო უფროსებს არამედ საკუთარ თანატოლებსაც უპირისპირდებინ“(„საშიში ფიქრები“).
  „“საოცრება“ არის დეფორმირებულ სახიან ბიჭზე-ავგუსტზე, მას სახლიდან გამოსვლა არ უყვარდა, რადგან მას ადამიანები აშტრდებოდნენ და დასცინოდნენ, საკუთარი სახის დასაფარად კოსმონავტის ჩაფხუტით დადიოდა.“(„საოცრება“)
   „„მართლა ვწუხვარ“ -ფილმი კებერბულიგზე და მის შედეგებზე. ტელეფონებში და კომპიუტერებში დავძვრებით, სურათებზე ფოტოშოპით უამრავი რამის გაკეთება შეგვიძლია, და თან შეგვიძლია ბევრს ვაჩვენოთ. ამით სხვას რას ვუკეთებთ, რა ზიანს ვაყენებთ არ გვაინტერესებს- „ჩვენ ხომ ვხუმრობთ“,  ვერთობით.“
    „ ავგის დედა რა მაგარია დედაა, როგორ ასწავლის დამოუკიდებელ ცხოვრებას“(საოცრება).
      “ყველა ვინც კი განსხვავებულად აზროვნებს, ამ სოფელში გიჟად ჰყავთ შერაცხული.............მხოლოდ ციციკორეს აზრია სწორი და მართალი.“(„ნატვრის ხე“),
    „როგორ შეიძლება შენი თანატოლი გარგენობის გამო მასხარად აიგდო, როგორ შეიძლება ცხვირის სიდიდის ან იმის გამო ტანსაცმელს ყოველ დღე სხვადასხვას არ იცმევს -დავცინოთ,“ („მართლა ვწუხვარ“).
   “როგორ შეიძლება შენ რაც არ გადაგიწყვეტია, იმის გამო ვირზე უკუღმა შეგსვან და ლაფში გაგსვარონ“, („ნატვრის ხე“),
  “დიდი მცდელობის მიუხედავად წინ ვერ აღუდგა „მახინჯ მოსაზრებებს“ და მათ ცრურწმენებს შავკანიანებზე“ („ნუ მოკლავ ჯაფარას“)
    „ჩემთვის კიბერბულინგი ადვილად მოსაგვარებელია-დავაიგნორებ, არ ვუპასუხებ, ნეტა რა ადარდებს.“(„მართლა ვწუხვარ“).
    „რა საშინელებაა, მე ჩემი თავის წარმოდგენა საფრთხობელას ადგილზე მზარავს.“
     „რატომ უნდა მეწყინოს თუ მართლა დიდი ცხვირი მაქვს.“
     „ჯობია ყველაფერს მარტივად შეხედო, როგორც ფორესტი, ნერვიულობით რა შეიცვლება,“
   „ მე დიმკას ადგილზე თავიდანვე ვაღიარებდი ჩემს დანაშაულს, სიმართლის თქმა არასაოდესაა დანაშაული. ამდენი პრობლემები აღარ იქნებოდა.“
  „არ მეგონა მასწავლებლები ამდენს თუ ფიქრობდნენ მოსწავლეებზე“ („რონ კლარკის ისტორია“).       
    ეს ფილმი მოგვითხრობს ერთ პატარა ბიჭზე რომელსაც სახე არ აქვს, რადგან გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა. ამ ფილმში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ავგუსტის სკოლაში მისვლამ.  როდესაც ის  სკოლაში მივიდა, თავიდან მას ყველა ცუდად და დაცინვით ეპყრობოდა მაგრამ როდესაც მიხვდნენ, რომ  ამ სახის უკან რა სიღრმისეული და შინაგანი სულიერება იმალება, მას ყველა ბავშვი და ადამიანი სიყვარულით ეპყრობა, ამ ბავშვების სიყვარულმა და მეგობრობამ ავგუსტიც მიახვედრა, რომ არ უნდა  ეშინოდეს და სცხვენოდეს თავისი  თავის“(საოცრება“).
“ადამიანები არ უნდა გავარჩიოთ რასის, კანის ფერის, სქესის და სიძლიერით“. “იმედი მაქვს, ერთ დღესაც ყველაზე ბნელი ოთახი შეიძლება მოიცვას ნათელმა.“
  ეს მცირეოდენი ამონარიდებია მოსწავლეთა ნაწერებიდან. მოსწავლეთა მიერ ჩვენების განმავლობაში ნაწარმოები ცხრილების მიხედვით,  მოსწავლეთა 70% პროცენტი ზუსტად ახერხებდა ფილმში ნაჩვენები ძალადობის ფორმების იდენტიფიცირებას. 25% პროცენტი  კი ნაწილობრივ. დაკვირვების და ინტერვიუს დროს მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ უკვე შეეძლოთ ბულინგის კონკრეტული სახეობის დასახელება. დაკვირვება(დანართიN იხ.13.გ.2. ცხრილი, დაკვირვების დაფა), ინტერვიუ და ზემოთ აღნიშნული კითხვარი იძლეოდა გარკვეულ ინფორმაციას. სიტუაციური ამოცანების განხილვა ხდებოდა ჯგუფებში, მოსწავლეები ცხრილებში ინდივიდუალურად აღნიშნავდნენ თუ ბულინგის/ძალადობის რა სახეები შეხვდათ. დავალების დასრულების შემდეგ  ჯგუფიდან ერთ-ერთი  აკეთებდა ანალიზს სიტუაციურ ამოცანაში ძალადობის რომელი სახეობა შეხვდათ. განსხვავებულ მოსაზრებას ამატებდნენ სხვა ჯგუფის წარმომადგენლები.  თავდაპირველად ყველა მოსწავლე ახერხებდა მხოლოდ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის სახეების ამოცნობას, რამოდენიმე(ხუთი-ექვსი) მოსწავლე ახერხებდა კიბერბულინგის იდენთიფიცირებას. გახილვების და დისკუსიების წარმათვის შედეგად  მოსწავლეები უმეტეს წილად ახერხებდნენ ძალადობის სახეების სწორად იდენთიფიცირებას. ინტერვენციებს დასრულების შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზე ანონიმური ანკეტირება ისევ იმ კითხვარით, რომელიც მოსწავლეებს შევთავაზე როგორც პრე- ტესტი. პოსტ-ტესტში მონაწილეობა მიიღო ოცდახუთმა მონაწილემ. მოსწავლეთა 100% იცნობს და შეხვედრია ფიზიკურ და სიტყვირ ძალადობას, 64%  არჩევს კიბერბულინგს, 24% არაპირდაპირ ბულიგს. (იხ,დანართი 13.გ) თუ შევადარებთ პრე და პოსტ ტესტების შედეგებს ვნახავთ, რომ პრე-ტესტის ყველა მონაწილე იცნობს და შეხვედრია ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას(100%). პოსტ- ტესტის თანახმად 100% იცნობს და შეხვედრია ფიზიკურ ძალადობას, ხოლო 100% სიტყვიერ ძალადობას. პრე-ტესტების თანახმად კიბერბულიგს იცნობდა 28%, პოსტ-ტესტების შედეგების მიხედვით კი 64%, არაპირდაპირი ძალადობის შესახებ დასაწყისში იცოდა 8%, ხოლო პოსტ-ტესტში 24% ახერხებდა მის იდენტიფიცირებას. პოსტ-ტესტის თანახმად 32% შეხვედრია კიბერბულიგს.
 
   
    კვლევაზე მუშაობის დროს მრავალი სხვა პრობლემა გამოიკვეთა, რაც მაძლევს საბაბს, მიზეზს განვახორციელო ახალი კვლევა, მაგალითად, კიბერბულინგის სახეების იდენტიფიცერებასა და მათ პრევენციაზე.  ყველაზე მნიშვნელოვან ჩემთვის აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების ნდობის ფაქტორი გაზრდილი აღმოჩნდა მანდატურის სამსახურის და სკოლის მიმართ კვლევის დასასრულს.
 9.შედეგები:
კვლევის მიზანი, მოსწავლეების  ცოდნის დონის ამაღლება ბულინგის სახეობების იდენტიფიცირებაში განხორციელებული ინტრვენციების დახმარებით, ვფიქრობ, ეფექტური აღმოჩნდა. პრაქტიკული კველვის შედეგმა აჩვენა რომ :
ü  გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნა ბულინგთან დაკავშირებით;
ü  შეუძლიათ  გაარჩიონ ძალადობის სახეები;
ü  გაიზარდა თემისადმი ინტერესი და მისი უფრო ღრმად შესწავლის სურვილი;
ü  გაიზარდა ნდობა სკოლის, დამრიგებლის და მანდატურის მიმართ;
ü  საჭირო ცოდნის, ინფორმაციის არ არსებობაა მოზარდებში;
ü  მოსწავლეები ხშირად თვითონ ცდილობენ პრობლემის მოგვარებას;
ü  არ იციან იმ სოციალური სამსახურების არსებობის შესახებ რომელთაც შეუძლიათ ბულინგის შემთხვევაში საჭირო დახმარების აღმოჩენა; 
ვის უნდა მიმართოთ ძალადობის ფაქტების დაფიქსირებისას(შესაძლებელია რამდენიმე პასუხის მონიშვნა)


პრაქტიკული კვლევის შედეგების მდგრადობისათვის საჭიროა შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება: 
ü  მოსწავლეების ინფორმირებულობა სწავლების ყველა საფეხურზე ასაკობრივი ჯგუფის შესაბმისად;
ü  მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა ბულინგზე(ფილმები,დისკუსიები,როლური თამაშები იმიტირებული სასამართლოს წარმართვა);
ü  პერიოდულობით ბულინგზე ფილმების ჯგუფური ჩვენება და დისკუსია;
ü  მშობელთა ინფორმირებულობა ასაკობრივ თავისებურებებზე;
ü  მშობელთა ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში;

10.კვლევის ნაკლოვანებები :
  კვლევა განკუთვნილი იყო მხოლოდ ერთ სამიზნე ჯგუფისთვის, 8 კლასის მოსწავლეებისათვის. ჩემს მიერ დასახული მიზნი მიღწეული იქნა. მაგრამ ვფიქრობ, თუ კვლევის პროცესში, სიტუაციური ამოცანების განხილვის დროს  ფსიქოლოგთან საუბრების განვახორციელებდით, მიღებული შედეგი ბევრად ეფექტური და მდგრადი იქნებოდა.


11.ბიბლიოგრაფია( გამოყენებული ლიტერატურა)
1.       ბასილაია თ.; ბავშვთა ბულინგი სკოლებში, intermedia.ge  2016.19.09.23.40 „
2.       ბასილაია თ.; ბავშვთა ბულინგი სკოლებში,„intermedia.ge“  2016.19.09.23.40
3.        გაეროს ბავშვთა ფონდი, „ბავშვები ციფრულ სამყაროში“,დეკემბერი,2017 წელი გვ.10.
4.       გაეროს ბავშვთ ფონდი, „Digital technology has already changed the world – and as more and more children go online around the world, it is increasingly changing childhood “, The State of the world’s Children 2017, December 2017,p.3
5.      ნარიმანიშვილი მ. ძალადობა მოზარდებში „education.ge“, 09.04.2013
6.        ლაბარტყავა ნ., ძალადობა ონლინ სივრცეში,გაზეთი „მასწავლებელი“; 19 სექტემბერი,2016 წელი)
7.       ქოჩიაშვილი ა. ბულინგი სკოლებში;“ intermedia.ge“  2015, 29 ივლისი,19.24




12.კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება 
  მოზარდობის პერიოდის სირთულეები და თავისებურებები ყოველთვის იყო სკოლაში პრობლემური. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, კოლეგებისთვის აზრის გაზიარება სასარგებლო იქნებოდა, მათ ჩემი გამოცდილება გაუწევდა გარკვეულ დახმარებას. კოლეგებთან მიღებული შედეგების გაზიარებისთვის შევარჩიე პრეზენტაციის ფორმატი, მათ საშუალება ექნებოდათ კითხვების დასმის პრეზენტაციის მიმდინარეობისას. გამოცდილების გაზიარებისათვის დაწყებითი საფეხურიდან მე-5 და მე-6 კლასის დამრიგებლები შევარჩიე, საბაზოს საფეხურის ყველა კლასის დამრიგებელი და საშუალო საფეხურიდან მე-10 კლასის და მე-11. პედაგოგებს შევთავაზე ფილმების ჩამონათვალი და კითხვარი. კვლევა მიმდინარეობდა 2017 წლის  პირველი ოქტომბრიდან  2018 წლის 12 მაისამდე. სამიზნე ჯგუფი მე-8კლასი. კვლევის დროს გამოყენებული იქნა როგორც რაოდენობრივი ასევე თვისობრივი მეთოდი. ინტერვეციების ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა ფილმების ჩვენება-ანალიზი.
     სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებს და ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, როგორიცაა შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება, შესაბამისად განხორციელებული კვლევის მიზანია:   დაგეგმილი აქტივობების გამოყენებით მე-8 კლასის მოსწავლეები შეძლონ ბულინგის სახეების იდენტიფიცირება. აღნიშნული თემის და მიზნის არჩევა განაპირობა სსიპ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მე-8 კლასში ბულინგის ცნების და მისი სახეების იდენტიფიცირების არ ცოდნამ. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 25 მოსწავლემ. მოსწავლეებმა ფილმების ყურება თავისუფალი დროის საყვარელ საქმიანობად დაასახელეს.აქედან გამომდინარე ინტერვენციისათვის ფილმების ჩევენება გამოვიყენე. თავდაპირველად, ფილმების ჩვენების შემდეგ გამართულმა განხილვებმა დამანახა რომ მოსწავლეები არ გვენდობიან უფროსებს.მათი დამოკიდებულება სკეპტიკურია როგორც სკოლის ისე ოჯახის წევრების მიმართ.დიდ ზეგავლენას ახდენს მშობლების ურთიერთდამოკიდებულება,ეკონომიური მდგომარეობა.ცდილობენ საკუთარი პრობლემები თვითონ მოაგვარონ.ფიქრობენ, მათი ცხოვრება,აზრი, ინტერესები, ოცნებები არავის აინტერესებს. იმ ფილმების ჩვენების შემდეგ, სადაც მასწავლებლთა და მოსწავლეთა ურთიერთობებია ასახული,მოსწავლეთა მოსზარებები გარკვეულ წილად შეიცვალა. გიზარდა ნდობის ფაქტორი სკოლის და მასწავლებლების მიმართ.პრაქტიკული კვლევის ფარგლებში განხორციელებულმა ინტერვენციებმა, გარდა იმის რომ კვლევის მიზანთან მიმიყვანა, მოსწავლეებს საშუალება მისცა უფროსები სხვა თვალით დაენახათ, თამამად და გაბედულად გამაოეთქვათ საკუთარი მოსაზრება, ხელი შეუწყო კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. პრე და პოსტ ტესტების შედარებისას აღმოჩნდა, რომ მოზარდების ნდობის ფაქტორი სკოლის, დამრიგებლის და მანდატურის მიმართ გაიზარდა. მოსწავლეები მიღებული ცოდნის საფუძველზე შეძლებენ თავიდან აირიდონ სხვადასხა სახის ძალადობა,კონკრეტული პრობლემის წინ აღმოჩენისას შეძლებენ სწორი გადაწყვეტილების მიღებას,თავის დაცვას, შესაბამისი უფლებმოსილი პირისთვის მიმართვას.შეცდებიან თვითონაც არ დაარღვიონ სხვათა უფლებები. არ გახდნენ მოძალადეები და მსხვერპლნი.
  პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ კვლევის ფარგლებში ინტერვენციისთვის შერჩეული აქტივობა ეფექტური აღმოჩნდა. მოზარდების მოტივირება სირთულეს წარმოადგენს. ფილმების ჩვენება სწორად შერჩეული აქტივობა იყო, ინტერვენციისათვის შერჩეული ფილმები შეესაბამებოდა ასაკობრივ ჯგუფს, შესაბამისად მოსწავლეთა მოტივაცია, ჩართვა მარტივი იქნებოდა. მე-6 კლასის დამრიგებელმა აღნიშნა, რომ შესაძლებელი იყო ინტერვენციის ფარგლებში საკითხავი ლიტერატურის გამოყენებაც. არსებობს წიგნებიც და ეკრანული ვერსიებიც ფილმების სახით. მე-7 კლასის დამრიგებელმა აღნიშნა, რომ ფილმების ჩვენებას თვითონაც გამოიყენებდა პრაქტიკაში, სადამრიგებლო კლასთან მუშაობისას. ჩატარებული კვლევის შედეგების მდგარდობისთვის კი კარგი იქნებოდა საუბრები ფსიქოლოგთან,როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური. მე-5 კლასის დამრიგებელმა  აღნიშნა, რომ „ბულინგის ყველა სახეობის ცენტრში ბავშვი დგას, ბულინგთან ბრძოლა თავად ბავშვებმა უნდა დაიწყონ, რადგან შიში არ არის პრობლემის გამოსწორების მექანიზმი. ამიტომ მასთან ბრძოლა მოსწავლეებიდან უნდა დაიწყოს. თუ მოსწავლეს არ აქვს  გათვითცნობიერებული ბულინგის მნიშვნელობა და მისი სახეობები, ბროძოლასაც ვერ დაიწყებს.“  „მნიშვნელოვანია ზრდასრულთა დამოკიდებულებაც - მაგალითად: „საოცრებაში“ რამდენად მნიშვნელოვანია დირექტორის როლი და რა სახის პრევენციებს ახორციელებს ის ძალიან საინტერესოდ ჩანს..... ამ კვლევით მასწავლებლებაც უნდა იგრძნონ საკუთარი მნიშვნელოვანი როლი. მასწავლებლის ერთი დაუფიქრებელი ფრაზა თავისი აზრით  „უწყინარი“, შეიძლება მოსწავლის ზედმეტსახელად იქცეს. თუნდაც „თავი რატომ არ დაგრჩა“ და მსგავსი ასეთი ფრაზები და დამოკიდებულებები რაც სტრეოტიპების და სტიგმების აყალიბებს მასწავლებლის მხრიდან, გავლენას ახდენს მოსწავლეებს შორის დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში“აღნიშნა ერთ-ერთმა პედაგოგმა.
  საშუალო  საფეხურის პედაგოგები დაინტერესდნენ განხორციელებული კვლევით და გაუჩნდათ სურვილი ემუშავათ მსგავის ტიპის კვლევაზე, რათა უკეთესდა შეძლებოდათ მოსწავლეთა პრობლემების იდენტიფიცირება,მათი მოგვარება ან პრევენცია.
  კოლეგებთან პედაგოგიური  კვლევის შედეგების გაზიარებამ გვაჩვენა, რომ ჩატარებული კვლევა მნიშვნელოვანია. ბულინგის თემაზე მუშაობა მუდმივი უნდა იყოს, რადგან ის ყველა თაობის პრობლემაა და მასთან გამკლავების გზებიც მრავალფეროვანია.

13.დანართი:
  13.ა ფილმების ჩამონათვალი:
1.    http://net.adjara.com/Movie/main?id=12369 - საფრთხობელა
2.    http://net.adjara.com/Movie/main?id=140 - ფორესტ გამპი
3.    http://net.adjara.com/Movie/main?id=11196 - რონ კლარკის ისტორია
4.    http://net.adjara.com/Movie/main?id=919  -თავისუფლების მწერლები
5.    https://www.youtube.com/watch?v=qcvTsFqptS8 - მართლა ვწუხვარ
6.    http://net.adjara.com/Movie/main?id=10964 - სახიფათო ფიქრები
7.    http://net.adjara.com/Movie/main?id=20694 - საოცრება
8.    http://net.adjara.com/Movie/main?id=6588 - ვედრება
9.    http://net.adjara.com/Movie/main?id=6577 - ნატვრის ხე
11.  http://net.adjara.com/Movie/main?id=3659 - ნუ მოკლავ ჯაფარას
















13.ბ კითხვარი:
კითხვარი(შევსება ხდება ანონიმურად; სავალდებულოა ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა):
1.სად ატარებთ თავისუფალ დროს?
ა) მეგობრებთან;
ბ) ოჯახის წევრებთან;
გ) სხვა(ამ პასუხის არჩევის შემთხვევაში ჩაწერთ თქვენთვის სასურველი პასუხი):

2.როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
ა) მეგობრებთან;
ბ) კომპიუტერულ თამაშებს ვთამაშობ;
გ) წიგნებს ვკითხულობ;
დ) ფილმებს ვუყურებ.
ე)სხვა(ამ პასუხის არჩევის შემთხვევაში ჩაწერთ თქვენთვის სასურველი პასუხი):


3. ურთიერთობს რომელი ფორმე გირჩევნიათ?
ა)პირისპირ კომუნიკაცია;
ბ) ონლაინ კომუნიკაცია;
4.როგორ რეაგირებ ზედმეტ სახელზე/ხუმრობაზე (შესაძლოა რამოდენიმე პასუხის არჩევა)?
ა)გააჩნია ხუმრობას
ბ) ნერვები მეშლება
გ)ვერ ვიტან
დ)ხუმრობითვე ვპასუხობ
5.როგორ რეაგირებ დასინვაზე/კომენტარზე?
ა)ნერვები მეშლება
ბ) ყურადღებას არ ვაქცევ
გ)კომენტარზე ვპასუხობ
დ)ვერ ვიტან პასუხს რომ არ მცემენ
ე)ვცდილობ არ ავყვე
ვ)ნერვებს არ ვიშლი
6.რა არის ძალადობა?(დაწერეთ თქვენი მოსაზრება)


7.ძალადობის რამდენ სახეობას იცნობ(შესაძლოა რამოდენიმე პასუხის არჩევა)?
ა)ფიზიკური
ბ)სიტყვიერი
გ)კიბერ ბულინგი
დ)არაპირდაპირი ბულინი
ე)სხვა(ამ პასუხის არჩევის შემთხვევაში ჩაწერთ თქვენთვის სასურველი პასუხი):


8.ძალადობის რომელ სახეობას შეხვედრი ხართ(შესაძლოა რამოდენიმე პასუხის მონიშვნა)?
 ა)ფიზიკური
ბ)სიტყვიერი
გ)კიბერ ბულინგი
დ)არაპირდაპირი ბულინი
ე)სხვა(ამ პასუხის არჩევის შემთხვევაში ჩაწერთ თქვენთვის სასურველი პასუხი):

9.თქვენი აზრით რა იწვევს ძალადობას? (დაწერეთ თქვენი მოსაზრება):




10.დახმარების სათხოვნელად რთულ სიტუაციაში მიმართავთ(შესაძლოა რამოდენიმე პასუხის მონიშვნა)? :
ა) მშობელს;
ბ) დას ან ძმას
გ) მეგობარს;
დ) კლასის დამრიგებელს;
ე) სხვა (განსხავებული მოსაზრების შემთხვევაში დააფიქსირეთ):

11.რას მოიმოქმედებდით თუ ბულინგის მსხვერპლი იქნებოდით(დაწერეთ თქვენი მოსაზრება):




12.რას მოიმოქმედებდით თუ ბულინგის თვითმხილველი ხართ (დაწერეთ თქვენი მოსაზრება):


13.ვის უნდა მიმართოთ ძალადობის ფაქტების დაფიქსირებისას(შესაძლოა რამოდენიმე პასუხის მონიშვნა, პრიორიტეტის მიხედვით დაალაგეთ)?
ა) მშობელს
ბ)სკოლას
გ)მანდატურს
დ)შესაბამის სამსახურებს (სოციალურ სამსახურებს,ფსიქოლოგს,პოლიციას)
ე) მეგობარს.
 








13.გ.ცხრილების და დიაგრამების ჩამონათვალი:
13.გ.1 დიაგრამები
პრე-ტესტის შედეგები
1.სქესი
გამოკითხულთა რაოდენობა- 25











2.სად ატარებთ თავისუფალ დროს(შესაძლებელია რამოდენიმე პასუხის მონიშვნა ერთდროულად)
გამოკითხულთა რაოდენობა- 25











3. როგორ ატარებთ თავისუფალ დროს(შესაძლებელია რამოდენიმე პასუხის მონიშვნა ერთდროულად)
გამოკითხულთა რაოდენობა- 25                  












4.ურთიერთობის რომელი ფორმა გირჩევნიათ
გამოკითხულთა რაოდენობა- 25











5. როგორ რეაგირებ დასინვაზე/კომენტარზე?( შესაძლებელია რამდენიმე პასუხის ერთდროულად მონიშვნა)
გამოკითხულთა რაოდენობა- 25











6. ძალადობის რამდენ სახეს იცნობთ( შესაძლებელია რამდენიმე პასუხის ერთდროულად მონიშვნა)
გამოკითხულთა რაოდენობა- 25











7. ძალადობის რომელ სახეობას შეხვედრიხართ( ერთდროულად შესაძლებელია ერთი ან მეტი პასუხის მონიშვნა)
გამოკითხულთა რაოდენობა- 25












8. ვის უნდა მიმართოთ ძალადობის ფაქტების დაფიქსირებებისას(შესაძლებელია ერთდროულად ერთი ან მეტი პასუხის მონიშვნა)
გამოკითხულთა რაოდენობა- 25












პოსტ-ტესტი
1.სქესი
გამოკითხულთა რაოდენობა- 25











2.  სად ატარებთ თავისუფალ დროს(შესაძლებელია რამდენიმე პასუხის დაფიქსირება ერთდროულად)
გამოკითხულთა რაოდენობა- 25














3. როგორ ატარებთ თავისუფალ დროს (შესაძლებელია ერთდროულად ერთი ან მეტი პასუხის მონიშვნა)
გამოკითხულთა რაოდენობა- 25













4. ურთიერთობის რომელი ფორმა გირჩევნიათ
გამოკითხულთა რაოდენობა- 25














5. როგორ რეაგირებ დასინვაზე/კომენტარზე? (შესაძლებელია რამდენიმე პასუხის ერთდროულად მონიშვნა)
გამოკითხულთა რაოდენობა- 25










6.ძალადობის რამდენ სახეს იცნობთ(შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე პასუხის მონიშვნა)
გამოკითხულთა რაოდენობა- 25














7. ძალადობის რომელ სახეს შეხვედრიხართ(შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე
პასუხის მონიშვნა)
გამოკითხულთა რაოდენობა- 25












8. ვის უნდა მიმართოთ ძალადობის ფაქტების დაფიქსირებისას(შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე პასუხის მონიშვნა)
გამოკითხულთა რაოდენობა- 25










პრე და პოსტ ტესტების შედეგების  შედარება

1.ძალადობის რამდენ სახეს იცნობთ(შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე პასუხის მონიშვნა)
გამოკითხულთა რაოდენობა- 25









2.ძალადობის რომელ სახეს შეხვედრიხართ(შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე პასუხის მონიშვნა)
გამოკითხულთა რაოდენობა- 25
 












3. ვის უნდა მიმართოთ ძალადობის ფაქტების დაფიქსირებისას(შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე პასუხის მონიშვნა)
გამოკითხულთა რაოდენობა- 25
   












4.როგორ რეაგირებ ზედმეტ სახელზე/ხუმრობაზე?
(შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე პასუხის დაფიქსირება)













5.როგორ რეაგირებ დასინვაზე/ კომენტატზე?
(შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე პასუხის დაფიქსირება)

13.გ.2. ცხრილი
დაკვირვების დაფა

N
მოსწავლის სახელი/გვარი
ვერ ამოიცნობს ძალადობის/ბულინგის სახეებს
ნაწილობრივ ამოიცნობს ძალადობის/ბულინგის სახეებს
სრულყოფილად ამოიცნობს ძალადობის/ბულინგის სახეებს


ფიზიკური
სიტყვიერი
კიბერბულინგი
არაპირდაპირი ბულინგი
სხვა
ფიზიკური
სიტყვიერი
კიბერბულინგი
არაპირდაპირი
სხვა
ფიზიკური
სიტყვიერი
კიბერბულინგი
არაპირდაპირი
სხვა




































































































No comments:

Post a Comment