სსიპ
გორის მუნიციპალიტეტის მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მე-8ბ კლასის განვახორციელე პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა „ბულინგის სახეების იდენთიფიცირება."
განხორციელებული კვლევის მიზანი იყო მე-8ბ მოსწავლეებს
შეძლებოდათ ბულინგის სახეების იდენთიფიცირება. თემა და მიზანი შერჩეული იქნა მოსწავლეებში
შესაბამისი ცოდნის ნაკლებეობის გამო.
კვლევაზე მუშაობა
მიმდინარეობდა 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 18 მაისამდე.განხორციელდა გეგმით
გათვალისწიენებული აქტივობები. კვლევის პროცესში გამოყენებული იქნა რაოდენობრივი და
თვისობრივი მეთოდები. სამიზნე ჯგუფი წარმოადგენდა მე-8ბ კლასი.კვლევაზე
მუშაობის პროცესი კომპლქსური იყო. მოსწავლეებმა მასწავლებლის მიერ დაგეგმილი აქტივობების
მეშვეობით შეძლეს ბულინგის სახეების იდენტიფიცირება.პოსტ-ტესტის შედეგების მიხედვით
საწყის ეტაპზე მიღებული შედეგები გაუმჯობესდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა
დამოკიდებულება საკითხის მიმართ.
მოზარდობის პერიოდის სირთულეები და თავისებურებები ყოველთვის იყო სკოლაში
პრობლემური. აქედან გამომდინარე, მივიჩნიე რომ კოლეგებისთვის აზრის გაზიარება სასარგებლო
იქნებოდა, მათ ჩემი გამოცდილება გაუწევდა გარკვეულ დახმარებას. კოლეგებთან მიღებული
შედეგების გაზიარებისთვის შევარჩიე პრეზენტაციის ფორმატი, მათ კითხვების დასმის საშუალება
ჰქონდათ მიმდინარეობისას. გამოცდილების გაზიარებისათვის დაწყებითი საფეხურიდან მე-5
და მე-6 კლასის დამრიგებლები შევარჩიე, საბაზოს საფეხურის ყველა კლასის დამრიგებელი
და საშუალო საფეხურიდან მე-10 კლასის და მე-11. პედაგოგებს შევთავაზე ფილმების ჩამონათვალი.
მათთვის საინტერესო აღმოჩნდა
ფილმების გამოყენება ბულინის სახეების გაცნობისათვის, კონკრეტული სიტუაციების განხილვა.პედაგოგებმა
აღნიშნეს, რომ კვლევის ფარგლებში ინტერვენციისთვის შერჩეული აქტივობა ეფექტური აღმოჩნდა.
მოზარდების მოტივირება სირთულეს წარმოადგენს. ფილმების ჩვენება სწორად შერჩეული აქტივობა
იყო, ინტერვენციისათვის შერჩეული ფილმები შეესაბამებოდა ასაკობრივ ჯგუფს, შესაბამისად
მოსწავლეთა მოტივაცია, ჩართვა მარტივი იქნებოდა.
შეხვედრის ბოლოს
დამრიგებლებმა წერილობითი უკუკავშირი მომაწოდეს. მათთვის პრე და პოსტ შედეგების შადარებით
ნათელი გახდა რომ მოსწავლეებმა შეძლეს ბულინგის სახეების იდენთიფიცირება. „მნიშვნელოვანია
ზრდასრულთა დამოკიდებულებაც - მაგალითად: „საოცრებაში“ რამდენად მნიშვნელოვანია დირექტორის
როლი და რა სახის პრევენციებს ახორციელებს ის ძალიან საინტერესოდ ჩანს..... ამ კვლევით
მასწავლებლებაც უნდა იგრძნონ საკუთარი მნიშვნელოვანი როლი. მასწავლებლის ერთი დაუფიქრებელი
ფრაზა თავისი აზრით „უწყინარი“, შეიძლება მოსწავლის
ზედმეტსახელად იქცეს. თუნდაც „თავი რატომ არ დაგრჩა“ და მსგავსი ასეთი ფრაზები და დამოკიდებულებები
რაც სტრეოტიპების და სტიგმების აყალიბებს მასწავლებლის მხრიდან, გავლენას ახდენს მოსწავლეებს
შორის დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში“აღნიშნა ერთ-ერთმა პედაგოგმა.
კოლეგათა მოსზრებები
ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მაჩვენა რომ კიდევ მრავალი აქტივობის განხორციელებაა შესაძლებელი.
კვლევის თემა ამოუწურავი და მუდამ პრობლემურია, შესასბამისად მეთოდებიც და აქტივობებიც.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა-ბულინგის სახეების იდენთიფიცირება